ივანე მაჭავარიანი - მთავრობის ვალი მშპ-ს 43%-ს შეადგენს, რაც მცირე რისკის მატარებელია
ივანე მაჭავარიანი - მთავრობის ვალი მშპ-ს 43%-ს შეადგენს, რაც მცირე რისკის მატარებელია

მთავრობის ვალი მშპ-ს 43%-ს შეადგენს, რაც მცირე რისკის მატარებელია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ვალი თითქმის 100%-ით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, რომელიც 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

„ხშირად ვალზე სხვადასხვა კონტექსტში საუბრობენ, თითქოს რაღაც უბედურება ხდება. მთავრობის ვალი მშპ-ს 43%-ს შეადგენს, რაც მცირე რისკის მატარებელია. თუმცა, მთავარია არა პროცენტი, არამედ ის, რისთვის იხარჯება ეს ფული. ვალი თითქმის 100%-ით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, რომელიც 100 ან 200 წელიწადში ერთხელ კეთდება. ამ პროექტებს 3-4 წელიწადში ჩავამთავრებთ და ამის შემდეგ დაიწყება ვალის შემცირება მშპ-სთან მიმართებით 36%-მდე. ამასთანავე, ეს ვალი არის შეღავათიანი და დაბალპროცენტიანი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.