ივანე მაჭავარიანი - მოიტანოს კომპანია „ოჯითიმ“ ვალის შემცირების გონივრული გრაფიკი, არ გაზარდონ მიმდინარე დავალიანება და ქარხანა გააგრძელებს მუშაობას
ივანე მაჭავარიანი - მოიტანოს კომპანია „ოჯითიმ“ ვალის შემცირების გონივრული გრაფიკი, არ გაზარდონ მიმდინარე დავალიანება და ქარხანა გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამჟამად კომპანია „ოჯითი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მან მიმართა კომპანიას, მიიტანოს ვალის შემცირების გონივრული გრაფიკი, არ გაზარდოს მიმდინარე დავალიანება და ქარხანა გააგრძელებს მუშაობას.

„კომპანია რომ გაყიდის მილიონი ლარის ოდენობის აქციზურ მარკას, რაც აქვს წაღებული, წარმოექმნება ცოტა დავალიანება, ესაა დღგ-ს თანხა, მათ ეს თანხა უნდა დაფარონ რეალიზაციის მიხედვით, ხოლო პარალელურად, ვალის შემცირების ნორმალური შეთავაზება უნდა შემოგვთავაზონ. გეტყვით, როგორ დამთავრდება – ესენი არ მოიტანენ ვალის შემცირების ნორმალურ გრაფიკს, არ გადაიხდიან თანხას, რაც დღგ-დან წარმოექმნებათ და მერე იტყვიან, რომ მთავრობამ ისევ გააჩერა ქარხანა, რადგან ოქუაშვილი გამოვიდა ორი დღის წინ და მგონი ერთმა კაცმაც ვერ გაიგო, რა ილაპარაკა. ახლა ვეუბნები პირდაპირ ეთერში – მოიტანოს კომპანიამ ვალის შემცირების გონივრული გრაფიკი, არ გაზარდონ მიმდინარე დავალიანება, შევიმუშაოთ მეთოდი და ქარხანა გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.