ივანე მაჭავარიანი - ლეგიტიმური კითხვაა, აქვს თუ არა ფოთის პორტს გაფართოების უფლება, ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები უნდა გაიმართოს და არა იდეების დემონიზება
ივანე მაჭავარიანი - ლეგიტიმური კითხვაა, აქვს თუ არა ფოთის პორტს გაფართოების უფლება, ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები უნდა გაიმართოს და არა იდეების დემონიზება

​ლეგიტიმური კითხვაა, აქვს თუ არა ფოთის პორტს გაფართოების უფლება, ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები უნდა გაიმართოს და არა იდეების დემონიზება, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, რადგანაც ანაკლიის თემა პოლიტიზებულია, ფოთთან დაკავშირებული საკითხის დრამატიზება მოხდა, თითქოს ეს ინიციატივა ემუქრებოდა ანაკლიას.

„მოხდა მოკვლევა, თუ რა ტიპის ბრძანება იყო გაცემული და ითქვა, რომ ის არ იყო სწორად გაცემული, შესაბამისად, მალევე გაჩერდა. საერთოდ, თემა – ფოთის პორტი უნდა გაფართოვდეს თუ არა, დაღრმავდეს თუ არა, არის თუ არა ეს საკითხი ლეგიტიმური იმასთან მიმართებით, რომ აქეთ ანაკლიას ვეხმარებით. საერთოდ, ეს დიდი თემაა და შესაძლოა, ღირდეს კიდეც საჯარო დისკუსია, მაგრამ კონკრეტულად, ეს ბრძანება თეორიაშიც ვერ შეუქმნიდა ვერანაირ საფრთხეს ანაკლიის პორტს.

რომ არ ყოფილიყო ზედმეტი სპეკულაციები და ამ საკითხის ზედმეტად, არასწორი კონტექსტით ტრიალი, მალევე მოხდა ამ ბრძანების გაუქმება, რადგან რაღაც ხარვეზებიც იყო. შესაბამისად, ეს ცალკე თემაა. არ მგონია, რომ ბრძანებაზე ფოკუსირება რამეს გვაძლევდეს. ამ შემთხვევაში, ის იყო ტექნიკური მომენტი, რომელიც მალევე აღმოფხვრა. საერთოდ, საკითხი ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს, ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, ექსპერტების მიერ და არა, ამ იდეების დრამატიზება, დემონიზება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი