იუვენტუსი რონალდუს მხარდაჭერას უცხადებს
იუვენტუსი რონალდუს მხარდაჭერას უცხადებს

ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, ოფიციალურ განცხადებას ავრცლეებს და ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს.

„კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო თვეებში დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და სერიოზულობა, რასაც „იუვენტუსის“ თითოეული წევრი აფასებს. თითქმის ათი წლის წინ განვითარებული მოვლენები, ვერ შეცვლის ამ მოსაზრებას, რომელიც იმ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია“ – წერია „იუვეენტუსის“ ტვიტერზე. შეგახსენებთ, რომ რონალდუს ამერიკელმა მოდელმა – კეტრინ მაიორგამ უჩივლა და 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, რონალდუს სპონსორებმა, EA Sport-მა და Nike-მა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და იმედი გამოთქვეს, რომ რონალდუ დამნაშავე არაა.
ამასთან, ხსენებული სკანდალის გამო ბოლო დღეებში საფონდო ბირჟაზე „იუვეს“  აქციების ფასი – 9.92%-ით დაეცა.