„იუვენტუსი“ მარცხს რონალდუმ გადაარჩინა [ვიდეო]
„იუვენტუსი“ მარცხს რონალდუმ გადაარჩინა [ვიდეო]

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში მეორედ დაკარგა ქულები. სერია A-ს ლიდერი მე-18 ტურში სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდა. პირველად წლევანდელ სეზონში, „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩი.

მეორე წუთზე ტურინელები „ატალანტას“ მცველის ბერატ ჯიმსიტის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში – 24-ე წუთზე დუვან საპატამ გამოიჩინა თავი.

53-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა „იუვენტუსის“ ნახევარმცველს როდრიგო ბენტანკურს. ტურინელები უმცირესობაში დარჩნენ და სამ წუთში საპატამ დუბლი გაიფორმა.

„იუვენტუსი“ სეზონში პირველ მარცხს შეცვლაზე შესულმა კრიშტიანუ რონალდუმ გადაარჩინა, რომელმაც 78-ე წუთზე სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ 50 ქულა დააგროვა და ცხრა ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.