იურგენ კლოპმა თომას ტუხელი დაიცვა #1TVSPORT

13:00, 17.07.2026

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გაუკეთა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის მისამართით კრიტიკას მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა 1:2 წააგეს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი არგენტინასთან.

„მატჩის შემდეგ ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ მწვრთნელობა იოლია – შენ უბრალოდ ირჩევ „შეტევას“ ან „დაცვას“ და მორჩა. ეს ასე არ მუშაობს. ფეხბურთი გაცილებით რთულია.

ისმის კრიტიკა ტუხელის მისამართით იმის გამო, რომ მან არგენტინასთან მატჩში ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება სცადა, მაგრამ ნება მომეცით, ვთქვა: მას რომ ეს არ გაეკეთებინა, მას რომ გაეგრძელებინა წინ წასვლა და ამის შემდეგ გაეშვა გოლი, იგივე ხალხი ხომ იტყოდა: „რატომ არ გააკონტროლა თამაში? რატომ არ ითამაშა უპირატესობის შენარჩუნებაზე?“ პლეი ოფში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ვიღაც აუცილებლად გაგაკრიტიკებს.

არ ვამბობ, რომ ყველა გადაწყვეტილება იდეალურია, მაგრამ უნდა გვესმოდეს ლოგიკა, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. თამაშის მართვა ასეთ სტადიაზე არ არის იოლი. არის კიდევ ერთი მომენტი – ეს არგენტინის ნაკრებია თავისი რწმენითა და მენტალიტეტით. ხანდახან გგონია, რომ ასეთ მომენტებში მათ რაღაც განსაკუთრებული ემართებათ“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები გაზეთ The Telegraph-ს.

მსგავსი