იურგენ კლოპმა დაადასტურა გერმანიის ნაკრებში დანიშვნა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილმა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა თავისი დანიშვნა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„ჩვენ უკვე არც ისე შორს ვართ იმასთან, რომ ამის შესახებ გამოვაცხადოთ. ეს უახლოეს რამდენიმე დღეში მოხდება“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.
გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი კლოპთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.