იურგენ კლინსმანი – იტალიაში იამალსა და მუსიალას სერია B-ში გაუშვებდნენ გამოცდილების მისაღებად #1TVSPORT

22:46, 04.04.2026

ლეგენდარულმა გერმანელმა ფორვარდმა, იურგენ კლინსმანმა კომენტარი გაუკეთა იტალიის ნაკრების ჩავარდნას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფში.

„ძალიან განვიცდიდი ლოს ანჯელესში ჩემს იტალიელ მეგობრებთან ერთად. იმ ღამით დაძინება ვერ მოვახერხე.

იტალია აგებს იმის გამო, რომ არ ჰყავს ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი ერთზე მოტყუება. აგრეთვე იმის გამო, რომ ნაკლები ნდობა აქვთ ახალგაზრდა ფეხბურთელების. იტალიაში, მაგალითად, იამალსა და მუსიალას სერია B-ში გაუშვებდნენ გამოცდილების მისაღებად.

ამასთან, ბევრი მწვრთნელი დღემდე ამჯობინებს, არ წააგოს, ვიდრე მოიგოს ნებისმიერ ფასად. შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა კლინსმანმა ტელეკომპანია Rai Sport-ის ეთერში.

მსგავსი