გერმანიის ნაკრების დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი არ უფრთხის ეროვნულ გუნდში სამუშაოს დაკარგვას.
„არა, არაფრის მეშინია. მე კვლავაც მყოფნის სითამამე იმისთვის, რომ ყოველი მატჩის მოგებაზე ვიფიქრო. და მომდევნო შეხვედრაში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, გათავისუფლების არ მეშინია“, – განაცხადა ნაგელსმანმა.
გარდა ამისა, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილაპარაკა პრესის მხრიდან კრიტიკაზე:
„ყველაფერს არ ვკითხულობ. ისედაც მყოფნის ჭკუა იმის მისახვედრად, რას წერს პრესა ჩემ შესახებ. მე ამას მშვიდად ვუყურებ. როცა ყველაფერი კარგად მიდის, ყველა კმაყოფილია. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ და ძალიან წარუმატებელი მატჩი გვქონდა. ახლა უნდა მივიღოთ კრიტიკა, მაგრამ ყველაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
მე ვიცავ გარკვეულ პრინციპებს და ვერ შევცვლი მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნებოდი არა ეროვნული ნაკრების, არამედ ჟურნალისტების გუნდის მწვრთნელი“, – თქვა ნაგელსმანმა.
ხუთშაბათს გერმანიამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 0:2 წააგო სლოვაკეთთან.