იულიან ნაგელსმანმა მატს ჰუმელსი გერმანიის ნაკრებში დააბრუნა #1TVSPORT
DORTMUND, GERMANY - OCTOBER 25: Mats Hummels of Borussia Dortmund controls the ball during the UEFA Champions League group G match between Borussia Dortmund and Manchester City at Signal Iduna Park on October 25, 2022 in Dortmund, Germany. (Photo by Matthias Hangst/Getty Images)
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა დაასახელა პირველი შემადგენლობა პოსტზე დანიშვნის შემდეგ. 26 ფეხბურთელში მოხვდა „დორტმუნდის“ მცველი მატს ჰუმელსი, რომელიც ნაკრებში არ გამოუძახებიათ ევრო 2020-ის შემდეგ.
მეკარეები – მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (ფულჰემი, ინგლისი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი);
მცველები – ანტონიო რიუდიგერი (რეალი, ესპანეთი), მალიკ ტიავი (მილანი, იტალია), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე (ორივე – დორტმუნდი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), რობინ გოზენსი (უნიონი);
ნახევარმცველები – ლეონ გორეტცკა, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ლეროი სანე (ყველა – ბაიერნი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), ფლორიან ვირტცი, იონას ჰოფმანი, რობერტ ანდრიხი (ყველა – ლევერკუზენი), პასკალ გროსი (ბრაიტონი, ინგლისი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა, ესპანეთი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი);
ფორვარდები – ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერტცი (არსენალი, ინგლისი), თომას მიულერი (ბაიერნი), კევინ ბერენსი (უნიონი).
გერმანიის ნაკრები ემზადება ამხანაგური მატჩებისთვის – 14 ოქტომბერს აშშ-სთან და 18 ოქტომბერს მექსიკასთან.