იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას მოპარული მანქანა დაუბრუნეს #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას მოპარული მანქანა დაუბრუნეს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული „მინი კუპერი“ დაუბრუნეს, – ინფორმაციას corriere dello sport ავრცელებს.

„ქართველს მისი Mini Countryman სახლიდან მოპარეს. მაგრამ კვარაცხელიას მანქანის ქურდობას ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის ქურდობის მსხვერპლი ნეაპოლის მახლობლად, კუმაში, საკუთარ სახლთან გახდა. საღამოს მისი Mini Countryman იპოვეს ტრენტოლა დუცენტაში, პატარა ქუჩაზე გაჩერებული.

მანქანა პოლიციამ აღმოაჩინა მოპარვიდან 24 საათზე ნაკლებ დროში. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა საჩივარი პოცუოლის პოლიციაში შეიტანა. წუხელ ქურდები შეიჭრნენ მის ბინაში და მანქანა წაიყვანეს. ამ დროს, ფეხბურთელს სახლის პირველ სართულზე ეძინა და არაფერი შეუმჩნევია“, – წერს იტალიური გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, დაბრუნებული მანქანა ქართველ ფეხბურთელს კი არ ეკუთვნის, არამედ დაქირავებული აქვს.