იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი - რუსეთის ნაკრები ევრო 2020-ის სირცხვილი იყო #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი - რუსეთის ნაკრები ევრო 2020-ის სირცხვილი იყო #1TVSPORT

დანიელე ადანმა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი შეაფასა – როდესაც იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ყოფილ მცველს ჰკითხეს, რომელი გუნდი იყო ტურნირის სირცხვილი, ასეთად სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილი რუსეთის ნაკრები დაასახელა, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.

„რუსეთმა ფეხბურთი შეურაცხყო, მირანჩუკი ამ გუნდისთვის არის ჯილდო. „ატალანტა“ მას ასწავლის მუშაობას. ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის მატჩებს მხოლოდ იმიტომ ვუყურებდი, რომ მის შემადგენლობაში მირანჩუკი იყო“, – თქვა ადანმა BoboTV-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა ბელგიის (0:3) და დანიის ნაკრებებთან (1:4) და სძლია ფინეთს (1:0). საბოლოოდ, გუნდმა სამი ქულით „ბ“ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშა.

ადანის იტალიის ნაკრებში 4 წლის განმავლობაში იწვევდნენ. 2010 წელს მუშაობა Sportitalia–ს კომენტატორად დაიწყო. 2012 წელს Sky Sport-ის (იტალია) ჯგუფს შეუერთდა.