იტალიის ნაკრები საქართველოს NBA-ის კალათბურთელებით დახვდება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პირველ სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა ელის: 24 აგვისტოს თბილისში ნიდერლანდებთან, 27 აგვისტოს – ბრეშაში იტალიასთან.
სკუადრა აძურას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჯანმარკო პოცეკო, რომელიც 2000-იან წლებში იტალიის ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი იყო. როგორც მისმა კოლეგამ მანუჩარ მარკოიშვილმა გვითხრა, პოცეკო ძლიერი სპეციალისტია, აქვს გუნდის გაერთიანების კარგი უნარი და მის ხელში იტალია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება.
თუმცა საქართველოს ნაკრებსაც გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს და მატჩის ბრეშაში გამართვა სულაც არ ნიშნავს რომ ჯორჯელებს გამარჯვების შანსი არ ექნებათ.
I 1️⃣7️⃣ per il Training Camp 💙
La strada verso @eurobasket 2022 parte da Pinzolo: questi i convocati del CT Gianmarco Pozzecco per l’inizio del percorso che ci porterà al debutto del 2 settembre al Forum 🤩#Italbasket | #EuroBasket pic.twitter.com/xbYCEXQvUy
— Italbasket (@Italbasket) July 14, 2022
იტალიის ნაკრები 12 და 16 აგვისტოს ორჯერ ეთამაშება საფრანგეთს, 19-20 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ჰამბურგში დაგეგმილ ტურნირში, რომელშიც სერბეთი, გერმანია და ჩეხეთიც ითამაშებენ.
24 აგვისტოს „აძურას“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე უკრაინასთან სტუმრად მოუწევს თამაში, 27-ში კი მამუკელაშვილითა და ბითაძით გაძლიერებული საქართველო ესტუმრება…
იტალიის ნაკრების შემადგენლობა
#00 ამადეო დელა ვალე (1993, 194, ბრეშა)
#0 მარკო სპისუ (1995, 184, უნიქსი, რუსეთი)
#1 ნიკოლო მანიონი (2001, 190, ვირტუსი)
#6 პაულ ბილია (1990, 200, მილანი)
#7 სტეფანო ტონუტი (1993, 194, ვენეცია)
#8 დანილო გალინარი (1988, 208, ბოსტონი, NBA)
#9 ნიკოლო მელი (1991, 206, მილანი)
#13 სიმონე ფონტეკიო (1995, 203, იუტა, NBA)
#16 ამადეო ტესიტორი (1994, 208, ვირტუსი)
#17 ჯამპაოლო რიჩი (1991, 202, მილანი)
#18 მატეო სპანიოლო (2003, 194, მინესოტა, NBA)
#25 ტომასო ბალდასო (1998, 192, მილანი)
#33 აჩილე პოლონარა (1991, 205, ფენერბაჰჩე, თურქეთი)
#50 გაბრიელე პროსიდა (2002, 201, ალბა, გერმანია)
#54 ალესანდრო პაიოლა (1999, 194, ვირტუსი)
#70 ლუიჯი დატომე(1987, 203, მილანი)
#77 ჯონ პეტრუჩელი (1992, 193, ბრეშა)