ატამანმა ევრობასკეტისთვის თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT​
ატამანმა ევრობასკეტისთვის თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT​

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი, მონტენეგრო და ესპანეთი.

თურქეთის ნაკრებს ერგინ ატამანი წვრთნის, რომელიც „გალათასარაიში“ მანუჩარ მარკოიშვილს ხელმძღვანელობდა და ევროპის დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება.

ჩვენს მეტოქეს შემადგენლობაც ძალიან ძლიერი ჰყავს. ევროლიგის წამყვანი კლუბების კალათბურთელებს თავი რომ დავანებოთ, თურქეთის ნაკრებში NBA-დან ოთხი კალათბურთელია: ჩედი ოსმანი (კლივლენდი), ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი), ომერ იურცევენი (მაიამი) და ფურკან კორკმაზი (ფილადელფია).

შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთს ამხანაგურადაც გაეჯიბრება – საბერძნეთში, აკროპოლისის თასზე, რომელიც 17-19 აგვისტოს ათენში გაიმართება. ევრობასკეტზე კი ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი თურქეთს 4 სექტემბერს „თბილისი არენაზე“ უმასპინძლებს.

თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

ბუგრაჰან თუნჩერი, შეინ ლარკინი, იგიტჩან საიბირი, აკიფ გუვენი (ყველა – ეფესი), კარტალ ოზმიზრაკი (ბაჰჩეშეჰირი), ეგეჰან არნა, სამეტ იგიტოღლუ, ფურკან ჰალტალი (ყველა – ბეშიქთაში), დოგუშ ოზდემიროღლუ (დარუშაფაკა), მელიჰ მაჰმუტოღლუ, მეტეჩან ბირსენი, სეჰმუს ჰაზერი (ყველა – ფენერბაჰჩე), ონურალპ ბიტიმი (ბურსასპორი), ჰუსეინ კოკსალი, სადიკ კაბაჩა (ორივე – გალათასარაი), მუჰსინ იაშარი, ბერკ უღურლუ, იგიტ არსლანი (ყველა – თოფაში), ჩედი ოსმანი (კლივლენდი, NBA), სერტაჩ სანლი (ბარსელონა, ესპანეთი), ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი, NBA), სკოტ ვილბეკინი (მაკაბი, თელ ავივი, ისრაელი), ომერ იურცევენი (მაიამი, NBA), ფურკან კორკმაზი (ფილადელფია, NBA).