იტალიაში მსაჯი სასტიკად მოკლეს
იტალიაში მსაჯი სასტიკად მოკლეს

იტალიაში სერია B-სა და სერია C-ს არბიტრი დანიელე დე სანტისი და მისი მეგობარი გოგონა ორშაბათს საღამოს, თავის ბინაში მოკლული იპოვნეს.

33 წლის მამაკაცი და მისი მეგობარი ქალაქ ლეჩეში დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. თვითმხილველებმა დაინახეს მამაკაცი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან დანით ხელში გარბოდა მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ყვირილი გაიგონეს.

დე სანტისს თავის კარიერაში 130 მატჩს მომსახურებია. სერია B-ში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა.