იტალიაში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა ქვეყანაში გასულ კვირას დაფიქსირდა.

როგორც ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაში პროგნოზირებენ, ვირუსი პიკს უახლოეს კვირებში მიაღწევს, ამ სეზონზე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი ორ მილიონს გადააჭარბებს.

მხოლოდ იანვრის მეორე კვირაში, ვირუსით ინფიცირების 431 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირას ინფიცირებულთა რიცხვზე 110 ათასით მეტია.

ვირუსთან გამკლავება ყველაზე მეტად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს უჭირთ. მაღალია დაავადების მაჩვენებელი 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებშიც.

რაც შეეხება გეოგრაფიულ არეალს, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში (უმბრია, მარკე, ლაციო, აბრუცო, კალაბრია, სიცილია) გაცილებით მაღალია.