იტალიაში 114 მეკობრული ვებგვერდი დახურეს
იტალიაში 114 მეკობრული ვებგვერდი დახურეს

იტალიის მთავრობა ბრძოლას აგრძელებს მეკობრულ ვებგვერდებთან, რომლებიც სერია A-ს არალეგალურ ტრანსლიაციებს აწარმოებენ.

გაზეთ „კორიერე დელო სპორტ“-ის (Corriere dello Sport) ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიხურა 114 ვებგვერდი, რომლებიც უკანონოდ გადასცემდნენ იტალიის ჩემპიონატის მატჩებს. ოპერაციას ეწოდებოდა „უფასო ფეხბურთი“.

„ჩვენი პროდუქტი, ბრენდი და გულშემატკივართა უფლებები დაცული უნდა იყოს მეკობრეობისგან“, – დარწმუნებულია სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი დე სიერვო.

იტალიის ჩემპიონატში ორი ტურია გასული. ჯერჯერობით, უდანაკარგოდ არიან „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ტორინო“.

დატოვე კომენტარი