იტალია „ოთხთა ფინალში“ გავიდა – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, III ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რობერტო მანჩინიმ 34-ე მატჩი მოიგო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის დაეწია არიგო საკის. რეკორდი ეკუთვნის ვიტორიო პოცოს (63 მოგება), მეორე ადგილზეა – ენცო ბეარზოტი (40).
* ფედერიკო დიმარკოს გოლი 1500-ე იყო იტალიის ნაკრების ისტორიაში.
* ჰარი კეინმა 51-ე გოლი გაიტანა ინგლისის ნაკრებში. ის აბსოლუტურ რეკორდს, რომელიც უეინ რუნის (53 გოლი) ეკუთვნის, ორი გოლით ჩამორჩება. ამასთან, რუნიმ 120 მატჩი ჩაატარა, კეინმა – 75.
* ინგლისის ნაკრები ექვსი მატჩია ვერ იგებს. ასეთი სერია გუნდს 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია.
ინგლისი-გერმანია 3:3
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (52-პენ), 0:2 ჰავერტცი (67), 1:2 შოუ (71), 2:2 მაუნტი (75), 3:2 კეინი (83-პენ), 3:3 ჰავერტცი (87)
ინგლისი: პოუპი, ჯეიმსი, მაგუაირი, სტოუნზი (37. უოკერი), დაიერი, შოუ, რაისი, ფოდენი (66. საკა), ბელინგემი (90. ჰენდერსონი), კეინი, სტერლინგი (66. მაუნტი).
გერმანია: ტერ შტეგენი, კერერი, ზიულე, შლოტერბეკი, რაუმი (68. გოსენსი), გიუნდოგანი, ჰოფმანი (46. ვერნერი), კიმიხი, ჰავერტცი (90. ბელა-კოჩაპი), სანე (68. გნაბრი), მუსიალა (79. მიულერი).
უნგრეთი-იტალია 0:2
გოლები: 0:1 რასპადორი (27), 0:2 დიმარკო (52)
იტალია: დონარუმა, დი ლორენცო (90. მაცოკი), ბონუჩი, ტოლოი, აჩერბი (46, ბასტონი), დიმარკო, ჟორჟინიო (73. პობეგა), კრისტანტე, ბარელა, რასპადორი (72. სკამაკა), ნიონტო (66. გაბიადინი).
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. იტალია | 6 | 3 | 2 | 1 | 8-7 | 11 |
| 2. უნგრეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 8-5 | 10 |
| 3. გერმანია | 6 | 1 | 4 | 1 | 11-9 | 7 |
| 4. ინგლისი | 6 | 0 | 3 | 3 | 4-10 | 3 |