ისტორიული შედეგისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველო-ხორვატია საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული შედეგისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველო-ხორვატია საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოსახვედრად დღეს საპლეიოფო მატჩს ხორვატიასთან გამართავს. შეხვედრა 17:20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო A ჯგუფში უნგრეთისა და მონტენეგროს შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში B ჯგუფის მეორეადგილოსან ხორვატიასთან ითამაშებს. გამარჯვებული კი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავა სადაც სერბეთი ელის.

თუნდაც ურთიერთშეხვედრებს რომ გადავხედოთ, ხორვატიის ნაკრები საქართველოსთან შეხვედრაში ფავორიტია, თუმცა ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელ პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ბალკანელებს იოლი გასეირნება სულაც არ ელით. საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთანაც დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ფავორიტთან შეუძლია თანაბრად თამაში და …გამარჯვებაც? – ამას მატჩის შემდეგ ვნახავთ.

 

ურთიერთშეხვედრები:

2016 ამხანაგური მატჩი – ხორვატია VS საქართველო 17:3

2021 ოლიმპიადის საკვალიფიკაციო – ხორვატია VS საქართველო 15:6

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

A ჯგუფი | შედეგები:

ბრაზილია – საქართველო 10:14

საქართველო – მონტენეგრო 10:9

მონტენეგრო – უნგრეთი 8:12

უნგრეთი – ბრაზილია 20:6

უნგრეთი-საქართველო 18:14

ბრაზილია-მონტენეგრო 5:20

დატოვე კომენტარი