ისტორიული შედეგი - ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიული შედეგი - ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT

ბერულავა-საფინას წყვილის შემდეგ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია ფიგურულ ციგურაობაში გიორგი რევიიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა მოიპოვა.

მოცეკვავე წყვილებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პირველ დღეს მოკლე პროგრამაში 66,95 ქულა დაიმსახურეს და მე-5 ადგილზე იყვნენ. შაბათს კი თავისუფალ პროგრამაში 106,25 ქულა მიიღეს (ჯამში 173,20 ქულა დაუგროვდათ) და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რადგან შეჯიბრებაში 4 ლიცენზია თამაშდებოდა, ჩვენს წყვილს პეკინის ოლიმპიადის საგზურიც ერგო.

ამდენად, 2022 წლის ზამთრის თამაშებზე საქართველოდან იასპარეზებენ: ვაჟებში – მორის ყვითელაშვილი, გოგონებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო მოცეკვავე წყვილებში – მარინა კაზაკოვა და გიორგი რევია.