ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ
ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართულ სტარტაპებს დააფინანსებენ. გლობალური სტარტაპ ფონდი ოფიციალურად დღეს გაიხნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს შეხვდნენ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P-პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

გლობალური სტარტაპფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერებისა და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით ხუთი თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებდიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებებით, რაც ჯამში 30 000 დოლარის ღირებულებას შეადგენს.