ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეს გასაკვირი არ არის, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვპასუხობთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეს გასაკვირი არ არის, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვპასუხობთ

„ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეს გასაკვირი არ არის, ჩვენ კი მათ ძალიან ძლიერად ვპასუხობთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა.

მან დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„„ჰეზბოლამ“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიბანი მძევლად აიყვანა. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენ კი – „ჰეზბოლას“ ტერორისტებს. ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება“, – განაცხადა ოფირ ფალკმა „სიენენთან“ ინტერვიუში.