ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე „ბაიერნში“ გადადის #1TVSPORT
ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე „ბაიერნში“ გადადის #1TVSPORT

თელ ავივის „მაკაბის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა მიუნხენის „ბაიერნთან“ შეთანხმების შესახებ მეკარე დანიელ პერეცის ტრანსფერის თაობაზე.

აღნიშნავენ, რომ პერეცი გერმანიის ჩემპიონის რიგებში ჩაირიცხება მაშინვე, როგორც კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ეს ტრანსფერი „ბაიერნს“ 6-7 მილიონი ევრო დაუჯდება.

დანიელ პერეცი ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების პირველი მეკარე იყო ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართა.