UFC 315-ზე ავსტრალიელმა ჯეკ დელა მადალენამ ქვესაშუალო (77კგ) წონით კატეგორიაში ბელალ მუჰამედი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ბრძოლის წინ ცნობილი იყო, რომ მუჰამედის წაგების შემთხვევაში მსუბუქი წონის (70კგ) მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი კატეგორიას შეიცვლიდა და ქვესაშუალო დივიზიონში გადაინაცვლებდა. ეს კი ავტომატურად გამორიცხავდა მის შეხვედრას ილია თოფურიასთან.
მადალენა-მუჰამედის ბრძოლის შემდეგ მახაჩევმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
„დროა, ორი დივიზიონის ჩემპიონი გავხდეთ“.
ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის, მაგრამ არსებული მოვლენების განვითარების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, ხოლო ისლამ მახაჩევი – ჯეკ დელა მადალენას.