UFC | ჯეკ დელა მადალენამ ბელალ მუჰამედი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა UFC-ის ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონია.
ტიტულისთვის ბრძოლაში დელა მადალენამ ბელალ მუჰამედი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი ჩამოართვა.
ხუთრაუნდიანი ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა. 28 წლის ავსტრალიელი ძალიან აქტიური იყო და მისი დარტყმები სიზუსტით გამოირჩეოდა. დელა მადალენასთვის ეს MMA-ში მე-18 გამარჯვება გახლდათ, მას 2 მარცხი აქვს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრძოლის შედეგზე გარკვეულწილად დამოკიდებულია ილია თოფურიას მომავალი. აქამდე არსებული ინფორმაციით, ჯეკ დელა მადალენას გამარჯვების შემთხვევაში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი (70კგ) ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში (77კგ) გადაინაცვლებს და სატიტულო შეხვედრას იქ გამართავს, ხოლო ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, თუმცა ეს ცნობა ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება.