ირანში გერმანიის სუპერთასის ფინალი ქალი არბიტრის გამო არ უჩვენეს
ირანში გერმანიის სუპერთასის ფინალი ქალი არბიტრის გამო არ უჩვენეს

ირანის ტელევიზიამ გააუქმა გერმანიის სუპერთასის დაგეგმილი ჩვენება იმის გამო, რომ „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირების მთავარი მსაჯი ქალი იყო.

„ირანის სახელმწიფო ტელევიზია აუქმების გერმანიის სუპერთასის დაგეგმილ ტრანსლიაციას, რადგან შეხვედრას განსჯის ქალი რეფერი ბიბიანა შტაინჰაუსი“, – დაიწერა Iran News Wire-ის „ტვიტერში“ მატჩის წინ.

ეს არ არის ირანის ტელევიზიაში ქალი არბიტრის გამო მატჩის ტრანსლიაციის გაუქმების პირველი შემთხვევა. გასული წლის თებერვალში, ბოლო მომენტში გაუქმდა „ბაიერნისა“ და „აუგსბურგის“ ჩვენება, რადგან ამ მატჩზე ასევე შტაინჰაუსი მუშაობდა.

გერმანიის სუპერთასი „ბაიერნმა“ 3:2 მოიგო. ბიბიანა შტაინჰასისთვის ეს ბოლო მატჩი იყო მის სამსაჯო კარიერაში.