ირანმა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ირანმა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, „შაბააბ სამი“ ტიპის რაკეტამ ათასი კილომეტრი დაფარა. ის საფრთხეს არ წარმოადგენდა რეგიონში არსებული ამერიკული ბაზებისთვის და სამხედრო ხომალდებისთვის.

სარაკეტო გამოცდის შესახებ ოფიციალურ ირანს კომენტარი არ გაუკეთებია.