ირანი მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 ფინალისტი გახდა #1TVSPORT
ირანი მსოფლიო ჩემპიონატის მე-14 ფინალისტი გახდა #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის აზიის ზონაში ბოლო ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტური გაიმართა, რომელშიც ირანის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერაყი.

ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე „პორტუს“ შემტევმა მეჰდი თარემიმ გაიტანა. ირანმა 19 ქულა დააგროვა და გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.

ამ მომენტისთვის ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 14 ფინალისტი:

მასპინძელი – ყატარი;

სამხრეთი ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა;

ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები;

აზია – ირანი.