ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი რეკორდული იქნება, მრავალი მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელი რეკორდული იქნება, მრავალი მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება

2022 წელი რეკორდული იქნება, მრავალი მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„2022 წელი პრინციპში რეკორდული იქნება ყველა წინა წელთან შედარებით. ეს არის წელი, რომელიც მრავალი რეკორდული მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების ფაზაში ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახული არის ბიუჯეტში. მოთხოვნილი რესურსი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე არის წარდგენილი. თუმცა შესაბამისი პრიორიტეტების გადალაგების ფარგლებში, ის დაწყებული და ახალი პროექტები, რომელიც განსაზღვრული იყო, გარკვეულწილად იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, მათ განვითარებას მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა ექნება 2022 წელს.

საუბარი არის გზებზე, საუბარი არის წყლებზე მუნიციპალური განვითარება, სკოლები, ბაღები და სხვა მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, რეგიონების განვითარების პროგრამა, ყველა ის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და ახალი პროგრამებიც იმედია, გვექნება მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.