ირაკლი კოვზანაძე - მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ იზრდება
ირაკლი კოვზანაძე - მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ იზრდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანზე იქნება ორიენტირებული და მომავალ წელს 144 ათასი ოჯახი 50 ლარიანი დახმარების პროგრამას მიიღებს.

კოვზანაძის თქმით, სახელმწიფო 2019 წელს 630 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე მიმდინარე წელს დახარჯა.

„ბიუჯეტი უპრეცედენტოდ იზრდება. 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი იქნება, მსგავსი ციფრები ქვეყნის ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს მოსახლეობისთვის. უამრავი პროგრამაა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ეს არის პენსიები, სოციალური მიმართულებები და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.