ირაკლი კობახიძე – ჩვენი ლიეტუველი მეგობრები არ გულშემატკივრობენ კრიმინალებს, ეს არის ძალიან მარტივი

20:24, 10.06.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიესალმება საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსის განცხადებას, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ასეთ განცხადებას მივესალმებით. ლიეტუველები ჩვენი მეგობრები არიან და ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. თქვენ კარგად იცით, ვინ ასრულებს და ვინ არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

მომავალ კვირას კენჭისყრა გვექნება, დაიწყება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.

ჩვენც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თითოეულმა მათგანმა ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმ ცვლილებებს, რომლის მხარდაჭერის ვალდებულება აიღეს 8 მარტის შეთანხმებით. ჩვენი ლიეტუველი მეგობრები არ გულშემატკივრობენ კრიმინალებს, ეს არის ძალიან მარტივი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი