ირაკლი კობახიძე - ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს, სულ მცირე საკადრო პოლიტიკის ნაწილში და არავის უთქვამს, რომ ობამა არაფორმალური მმართველია
ირაკლი კობახიძე - ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს, სულ მცირე საკადრო პოლიტიკის ნაწილში და არავის უთქვამს, რომ ობამა არაფორმალური მმართველია

ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს, სულ მცირე საკადრო პოლიტიკის ნაწილში და არავის უთქვამს, რომ ობამა არაფორმალური მმართველია, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

„ბაიდენის ადმინისტრაციის 90 პროცენტი არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება და ობამა არის ამიტომ ამერიკის არაფორმალური მმართველი? უფრო მეტიც, პირდაპირ ღია წყაროებში შეგიძლიათ, ნახოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული, რჩევების მიცემის კუთხით, ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. ობამა არ არის პოლიტიკოსი, არანაირი სტატუსი ობამას არა აქვს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განმარტა, ბარაკ ობამა აძლევს რჩევებს ბაიდენს და ეს არის ღია წყაროებში დადასტურებული; ამის მიუხედავად, არავის უთქვამს, რომ ობამა არის ამერიკის არაფორმალური მმართველი.

შეკითხვაზე, იღებს თუ არა მმართველი გუნდი ივანიშვილისგან რჩევებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არ იღებენ რჩევებს, მაგრამ რომც აძლევდეს ივანიშვილი რჩევას მმართველს გუნდს, ამაში დანაშაული არაფერია.

„ერთადერთი, რაც შეიძლება თეორიულად ვიღაცამ თქვას, ხომ არ აძლევს ვიღაცას რჩევებს ივანიშვილი. რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, არ გვაძლევს, ესეც იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.