ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, რეაგირებისთვის მზად ვართ
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, რეაგირებისთვის მზად ვართ

არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, რეაგირებისთვის მზად ვართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშზე.

„ანგარიშში საუბარი იყო სხვადასხვა მხარეს მომხდარ ფაქტებზე. ანგარიშს დეტალურად გავეცნობით. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, ნებისმიერი ფაქტი წარმოგვიდგინონ, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა და ჩვენ შეგვიძლია, ჩარევისთვის ჩვენი მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოვთქვათ.

მით უმეტეს, თუ ეს ხდება მუქარისა და ძალადობის სახით, მზად ვართ, რეაგირებისთვის. მთავარია, შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მოგვაწოდონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.