ირაკლი ძარია - გულშემატკივარს ვპირდებით ისეთ ბრძოლას ყველა თამაშზე, როგორსაც „ტორპედო“ იმსახურებს #1TVSPORT
ირაკლი ძარია - გულშემატკივარს ვპირდებით ისეთ ბრძოლას ყველა თამაშზე, როგორსაც „ტორპედო“ იმსახურებს #1TVSPORT

ირაკლი ძარია ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გორში „დილასთან“ გამარჯვებას ქუთაისის „ტორპედოსთვის“ მნიშვნელოვანს უწოდებს. ქუთაისელთა გამოცდილი ნახევარმცველის აზრით, ამ მოგებას გარდატეხის შეტანა შეუძლია.

„ეს ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც სურს „ტორპედო“ ისეთ გუნდად აქციოს, როგორზეც გულშემატკივარი ოცნებობს. მჯერა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე კიდევ მოუმატებს“, – ამბობს ირაკლი ძარია.

„ტორპედოს“ ნახევარმცველის აზრით, ახლა გუნდი შენებას თავიდან იწყებს.

„ახალი ფურცლიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება და ძალიან კარგი იყო პირველივე მატჩში გამარჯვება რომ ჩავიწერეთ. გულშემატკივარს ვპირდებით ისეთ ბრძოლას ყველა თამაშზე, როგორსაც ეს გუნდი იმსახურებს. „ტორპედო“ ყველა თამაშზე მოსაგებად გავა“.

ირაკლი ძარიას თქმით, გუნდის ახალმა მეპატრონემ, დავით კერესელიძემ „ტორპედოში“ ვითარება დაალაგა.

„ყველანაირი დახმარება გვაქვს ახალი ხელმძღვანელობისგან და ბიჭებსაც ის დაგვრჩენია, მხოლოდ ფეხბურთზე და გამარჯვებაზე ვიფიქროთ. ეს გუნდი არ იმსახურებს იმ პოზიციას, სადაც ახლა იმყოფება. ორმაგი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმეს, რათა გუნდი გადარჩეს და ახალი სეზონიდან დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“.