ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი 102 კგ. წონით კატეგორიში გათამაშდა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე გამოვიდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ატაცში 163, 168 და 171 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.

ირაკლი ჩხეიძეს აკვრის მოძრაობის შესრულებისას ტრავმამ თავი შეახსენა მაგრამ 202 კგ-ის დაძლევა მაინც შეძლო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძის მონაგარი 373 კგ-ია და ის საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.