იოჰან ვადეპული - ისრაელის არმიის სამხრეთ ლიბანში უფრო ღრმად წინსვლა სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს, ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია გაამწვავებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას
იოჰან ვადეპული - ისრაელის არმიის სამხრეთ ლიბანში უფრო ღრმად წინსვლა სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს, ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია გაამწვავებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში სახმელეთო შეტევის გაფართოებასთან დაკავშირებით გერმანია შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს აფრთხილებს, რომ შემდგომი სამხედრო ესკალაცია ისედაც არასტაბილურ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე უფრო ღრმად წინსვლა „სერიოზული შეშფოთების საფუძველს“ წარმოადგენს და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.

„ისრაელის არმიის სამხრეთ ლიბანში უფრო ღრმად წინსვლა სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია გაამწვავებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას და ლიბანში იძულებით გადაადგილების ახალ ტალღებს გამოიწვევს“, – განაცხადა ვადეპულმა.