იოჰან ვადეპული – ირანის რეჟიმმა ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა

01:40, 12.01.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ირანის მთავრობამ „ლეგიტიმურობა დაკარგა“.

ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ის ირანის საკითხს ვაშინგტონში ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად განიხილავს.

„ხალხი აპროტესტებს ამ რეჟიმს. რეჟიმმა, რომელიც თიშავს ინტერნეტს, რომელიც ზღუდავს კომუნიკაციის უფლებას, ფაქტობრივად დაკარგა ლეგიტიმურობა. მათ ეშინიათ საკუთარი მოსახლეობის“, – აცხადებს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში.

მსგავსი