ინტერნეტში ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრების ფორმის ფოტოები გავრცელდა #1TVSPORT
ინტერნეტში ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრების ფორმის ფოტოები გავრცელდა #1TVSPORT

პორტალმა Footy Headlines-მა, რომელიც სპეციალიზდება სათამაშო ფორმების ფოტოების პუბლიკაციაზე მათ ოფიციალურ პრეზენტაციამდე, გამოაქვეყნა ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრების საშინაო ფორმის ესკიზები.

გერმანიის ნაკრების ტექნიკური სპონსორია კომპანია adidas-ი. ფორმა თეთრი ფერისაა, სახელოებს კი ამშვენებს გრადიენტი გერმანიის დროშის ფერებში.

თეთრ ფონზე შესამჩნევია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ლოგოს სილუეტი, რომელიც მეორდება.

ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად.