„ინტერმა“ ფედერიკო დიმარკო სამი კვირით დაკარგა #1TVSPORT
„ინტერმა“ ფედერიკო დიმარკო სამი კვირით დაკარგა #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველმა, ფედერიკო დიმარკომ სერიოზული ტრავმა მიიღო „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩში. ფეხბურთელი 51-ე წუთზე ბარძაყის ტრავმის გამო შეცვალეს.

„დიმარკომ გაიარა გამოკვლევა, რომელმაც მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმვა გამოავლინა. სიტუაცია განმეორებით შეფასდება უახლოეს დღეებში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ვარაუდობენ, რომ დიმარკო დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშებს. „ინტერი“ იმედოვნებს, რომ ნახევარმცველი 16 მარტს „ატალანტასთან“ გასვლით შეხვედრაში ითამაშებს, მაგრამ ამ მომენტისთვის სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა, – წერა გამოცემა Pazzi Di Fanta.