„ინტერის“ პრეზიდენტმა კონტეს გუნდიდან გაშვების მიზეზი განმარტა #1TVSPORT
„ინტერის“ პრეზიდენტმა კონტეს გუნდიდან გაშვების მიზეზი განმარტა #1TVSPORT

„ინტერის“ პრეზიდენტმა, სტივენ ჯანგმა ისაუბრა იმ მიზეზზე, რატომ მიიღეს კლუბიდან ანტონიო კონტეს დათხოვნის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ კონტემ 2020/21 წლების სეზონი „ინტერისთვის“ ტრიუმფალურად დაასრულა – გუნდმა „იუვენტუსის“ ცხრაწლიანი ჰეგემონია დაამხო და იტალიის ჩემპიონი გახდა. 

„მუშაობის პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ კონტე ჩვენი პროექტისთვის საუკეთესო მწვრთნელი იყო, – ამბობს „ინტერის“ პრეზიდენტი. – ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ კონტე გამარჯვებას მოგვიტანდა. ახლაც ასე ვფიქრობ.

გასული წელი ფინანსურად ძალიან პრობლემური იყო და ეს პრობლემები ახლა უფრო მწვავედ დგას. ჩვენ უნდა შევამციროთ ხარჯები და რისკები ვაკონტროლოთ. ეს სატრანსფერო გადაწყვეტილებებსაც ეხება. ჩვენ და კონტეს სატრანსფერო ბაზარზე მოქმედების განსხვავებული ხედვა გვქონდა და სწორედ ეს გახდა ჩვენი განშორების მიზეზი.

კონტე უმაღლესი კლასის მწვრთნელია, მაგრამ მე, როგორც კლუბის პრეზიდენტმა ფინანსურ სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნო“, – ციტირებს „ინტერის“ პრეზიდენტის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, რომ კონტემ თანამდებობა სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და „ინტერი“ სიმონე ინძაგიმ ჩაიბარა.