ბენზემა ანჩელოტის დაბრუნებას მიესალმება #1TVSPORT
ბენზემა ანჩელოტის დაბრუნებას მიესალმება #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ ფორვარდი ანჩელოტის გუნდში დაბრუნებით კმაყოფილია.

„ანჩელოტის დაბრუნება შესანიშნავი ამბავია, – მიაჩნია ქარიმ ბენზემას. – მოთამაშეები მას კარგად იცნობენ. პირადად მე ძალიან მომწონს მისი საფეხბურთო ფილოსოფია და მართვის მეთოდები“.

61 წლის იტალიელი სპეციალისტი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის პირველ ივნისს დაინიშნა. ანჩელოტი „სამეფო კლუბს“ 2013-2015 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე, მოიპოვეს ესპანეთის თასი და სუპერთასი, მოიგეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.