„ინტერის“ გულშემატკივრები სეზონის ბოლო მატჩის დაწყებამდე ტიტულის მოპოვებას ზეიმობენ [ვიდეო] #TVSPORT

16:29, 23.05.2021

„ინტერი“ სერია A-ს ტიტულს „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ მიიღებს. „სან სიროს“ სტადიონთან 4500-მდე გულშემატკივარი იკრიბება, რომ თავიანთ საყვარელ გუნდთან ერთად ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იზეიმონ.

მატჩზე დასწრება მხოლოდ 1000 გულშემატკივარს შეეძლება და ესენი იქნებიან ის ადამიანები, ვისაც კლუბის წევრები მიიწვევენ, დანარჩენი 4500-მდე გულშემატკივარი კი სტადიონთან შეიკრიბება, სადაც გუნდის შემადგენლობას, სერია A-ს თასთან ერთად წარადგენენ. „ინტერისთვის“ ეს მე-19 სკუდეტო იქნება.

თამაშამდე რამდენიმე ხნით ადრე ასობით გულშემატკივარი უკვე შეიკრიბა „სან სიროსთან“ და თავიანთი გუნდის წარმატებას აღნიშნავენ.

https://twitter.com/marifcinter/status/1396396216209100800?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1396396216209100800%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.football-italia.net%2F171053%2Finter-fans-get-scudetto-party-started

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ იტალიის სერია A-ს ტიტული 2 მაისს გაიფორმა. დღეს კი ჩემპიონატის ბოლო ტური გაიმართება.

მსგავსი