„ინტერმა“ სერია ა-ს ტიტული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაიფორმა #1TVSPORT
„ინტერმა“ სერია ა-ს ტიტული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაიფორმა #1TVSPORT

„ინტერმა“ იტალიის სერია A-ს ტიტული 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 34-ე ტურში კონტეს გუნდის მთავარმა კონკურენტმა „ატალანტამ“ ფრე 1:1 ითამაშა და პირველ ადგილზე გადასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. შესაბამისად „ნერაძური“ ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა და სერია A-ს ისტორიაში მე-19 ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მილანურმა კლუბმა „კროტონესთან“ 2:0 მოიგო.

„ინტერის“ გულშემატკივრებისთვის ეს ჩემპიონობა ორმაგად სასიხარულოა, რადგან პირველად 9 წლის შემდეგ სერია A-ს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ამ დროის განმავლობაში სკუდეტოს მფლობელი ტურინის „იუვენტუსი“ ხდებოდა.

34 ტურის შემდეგ „ინტერი“ 82 ქულითაა. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად კი ერთდროულად 5 გუნდი იბრძვის და საგზურების მფლობელების ვინაობას ბოლო ტურები გადაწყვიტავს.

დატოვე კომენტარი