„ინტერი“ ლაუტაროს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უთმობს #1TVSPORT
„ინტერი“ ლაუტაროს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უთმობს #1TVSPORT

მილანის „ინტერი“ მზად არის, თავისი ძირითადი ფორვარდი ლაუტარო მარტინესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაუშვას, – ამის შესახებ წერს გამოცემა Football Insider-ი.

წყაროს ცნობით, მილანური კლუბი აპირებს თანხის შეგროვებას შემადგენლობის გასაძლიერებლად. „ინტერს“ იმედი აქვს, რომ არგენტინელის გაყიდვით დაახლოებით 75 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღნიშნავენ, რომ თავად მარტინესიც დაინტერესებულია პრემიერლიგის კლუბში გადასვლით, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაუტაროს ტრანსფერზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს „ტოტენჰემიდან“ ჰარი კეინის გადაბირებას.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.