ინგლისური კლუბის მხარდამჭერთა გვერდი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე - შემთხვევითი არაა, რომ მისით მძიმეწონოსნები დაინტერესდნენ #1TVSPORT
ინგლისური კლუბის მხარდამჭერთა გვერდი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე - შემთხვევითი არაა, რომ მისით მძიმეწონოსნები დაინტერესდნენ #1TVSPORT

LeedsUnited.News-მა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ინგლისური „ლიდსის“ სატრანსფერო გეგმებზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერიც ახსენეს.

„გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს „ლიდსს“ ევროპული კლუბებიდან სამი ახალი მოთამაშის დამატება სურს, რომლებშიც ჯამში 60 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ამ კვირაში, „ლიდსს“ სამი მოთამაშის მომავალი დაუკავშირეს – რუსული, ბელგიური და თურქული კლუბების მოთამაშეები. ყველა მათგანის ტრანსფერის შემთხვევაში, კლუბი 60 მილიონ ფუნტზე მეტს არ დახარჯავს. თუ „ლიდსი“ სამივეს დაიმატებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ კლუბს, შეიძლება 63,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დასჭირდეს“, – წერს გამოცემა.

 

ნოა ლანგი – ბრიუგე

21 წლის თავდამსხმელი აპირებს ზაფხულში საბოლოოდ გადავიდეს „აიაქსიდან“ „ბრიუგეში“, სადაც ამსტერდამდელებმა იჯარით გაუშვეს. „ლიდსი“ დაინტერესებულია, მაგრამ საამისოდ 20 მილიონი ფუნტის დახარჯვა მოუწევს. ამ ფეხბურთელმა 34 თამაშში 26 გოლი გაიტანა, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა. შეიძლება მისი დამატება სენსაციური ტრანსფერი აღმოჩნდეს.

 

ოზან ტუფანი – ფენერბაჰჩე

Fotomac-ის ცნობით, „ლიდსი“ „ფენერბაჰჩესთან“ ოზან ტუფანის ტრანსფერის დასრულებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე აპირებდა – 26 წლის ფეხბურთელმა თურქეთის ნაკრებში უკვე 58 მატჩი ჩაატარა. მან თავის სამშობლოში წელსაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 14 გოლი გაიტანა.

 

ხვიჩა კვარაცხელია – ყაზანის რუბინი

საქართველოს ნაკრების (8 მატჩი) 20 წლის ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში შთამბეჭდავია. მიმდინარე სეზონში უფროსების გუნდში ღირსეული პროგრესი ჰქონდა. რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 23 მატჩში, თავდამსხმელი ყაზანელების 12 გოლში მონაწილეობდა – გაიტანა ოთხი გოლი და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

გასაკვირი არ არის, რომ მისით 10 ევროპელი მძიმეწონოსანი დაინტერესდა. რუსები ამტკიცებდნენ, რომ „ლიდსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავდამსხმელთან კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ კონკურენტები ჰყავს – „დორტმუნდი“, „მონაკო“, „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „მილანის“, „მიუნხენის ბაიერნი“, „ნაპოლი“ და „ატალანტა“. ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა: „ჩვენი ფასი ხვიჩასთვის არის 30 მილიონი ევრო“, ანუ 26 მილიონი ფუნტი.

დატოვე კომენტარი