ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სია შეადგინეს
ინგლისში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სია შეადგინეს

დიდ ბრიტანეთში ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, როგორი იქნებოდა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის სია დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით.

1996 წელს ალან შირერის გადასვლა „ნიუკასლში“ დღეისთვის შეფასებული იქნებოდა 157.7 მილიონ ფუნტად. მაშინ ფეხბურთელის „ნიუკასლს“ 18.9 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

სრულად ამ საინტერესო რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ალან შირერი – ნიუკასლი (1996), 157.7 მლნ ფუნტი
  2. პოლ პოგბა – მანჩესტერ იუნ (2016), 150.37 მლნ
  3. კევინ დე ბრუინი – მანჩესტერ სიტი (2015), 124.9 მლნ
  4. ფერნანდო ტორესი – ჩელსი (2011), 122.09 მლნ
  5. სტენ კოლიმორი – ლივერპული (1995), 121,02 მლნ
  6. დენის ბერგკამპი – არსენალი (1995), 104.78 მლნ
  7. რიო ფერდინანდი – ლიდსი (2000), 71.97 მლნ
  8. ანდრეი კანჩელსკისი – ევერტონი (1995), 69.82 მლნ
  9. კრის არმსტრონგი – ტოტენჰემი (1995), 63.37 მლნ

10. სტენ კოლიმორი – ასტონ ვილა (1997), 60.32 მლნ