ინგლისში გულშემატკივრების სტადიონზე დასაბრუნებლად ემზადებიან
ინგლისში გულშემატკივრების სტადიონზე დასაბრუნებლად ემზადებიან

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს პერიოდში აპირებს ნება დართოს გულშემატკივრებს – დაესწრონ სპორტულ ტურნირებს.

ტელეკომპანია BBC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი შესაბამისი წინადადებით შევა პარლამენტში, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხმის მიცემით მხარი უნდა დაუჭირონ ინიციატივას.

აღნიშნავენ, რომ იმ რეგიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყველაზე მეტად დამაკმაყოფილებელია, ტრიბუნებზე მაქსიმუმ ოთხი ათას ადამიანს შეუშვებენ. ორი ათასამდე გულშემატკივარს დაუშვებენ მეორე ზონის სტადიონებზე. მესამე დონის ზონებში კი ტრიბუნები ისევ უმაყურებლო იქნება.

თუ ბრიტანელი დეპუტატები ხმას მიცემენ მაყურებლების დაბრუნებას, გადაწყვეტილება ძალაში ორი დეკემბრიდან შევა, როცა ეროვნული კარანტინი დასრულდება.