ინგლისში გადადეს მაყურებელთა ტრიბუნებზე დაბრუნება
ინგლისში გადადეს მაყურებელთა ტრიბუნებზე დაბრუნება

დიდი ბრიტანეთის მინისტთა კაბინეტის წევრმა მაიკლ ჰოუვმა განაცხადა, რომ მთავრობას დროებით მოუწევს გადაწიოს სპორტულ ტრიბუნებზე მაყურებლების დაბრუნების იდეა.

თავდაპირველად, აღნიშნული პროგრამის ამოქმედებას ოქტომბერში აპირებდნენ, მაგრამ გეგმა გადაიხედა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო.

„ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის შევაჩეროთ ეს პროგრამა. თუმცა, როგორც კი გარემოებები ხელს შეგვიწყობს, მაქსიმალურად მეტ ადამიანს დავაბრუნებთ არენებზე. ღია ცის ქვეშ ვირუსის გავრცელების ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე შენობებში, მაგრამ მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე არაფრისგან ხარ დაზღვეული“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

დიდ ბრიტანეთში ბოლო მსხვილი სპორტული ღონისძიებები დახურულ კარს მიღმა იმართებოდა. ასე ჩატარდა ფორმულა 1-ის ორი რბოლა სილვერსტოუნში, აგრეთვე, პრემიერლიგის მატჩები და ინგლისის ჩემპიონატი კრიკეტში.