ინგლისს ევრო 2020-ის მასპინძლობა უნდა
ინგლისს ევრო 2020-ის მასპინძლობა უნდა

დიდი ბრიტანეთი ჩაერთო ბრძოლაში, რათა მარტომ უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები უეფა-სთან და ელოდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი თვის განმავლობაში, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“. წყარო აღნიშნავს, რომ უეფა-ს A გეგმა კვლავაც არის ტურნირის ჩატარება ევროპის 12 ქალაქში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამუშავებენ სხვა ვარიანტებს. ერთ-ერთია – მთლიანი ტურნირის დიდ ბრიტანეთში ჩატარება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი მასპინძელი შეიძლება გახდეს რუსეთი.

ევრო 2020-ის ჩატარების ახალი ვადებია – 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე.