ინგლისის პრემიერლიგამ სარეკორდო ფასად გაყიდა ტელეუფლებები #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ სარეკორდო ფასად გაყიდა ტელეუფლებები #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მატჩების ტრანსლირების უფლება რეკორდულ თანხად გაყიდა.

მომდევნო ოთხწლიანი ციკლის (2025/26-2028/29) განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ჩვენებაზე უფლების ფასმა 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, – წერს სააგენტო AP-ი. ეს ბრიტანულ ბაზარზე სპორტის მხრივ უმსხვილესი გარიგებაა.

ერთი წლით კონტრაქტის ღირებულება 2.12 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში.

ტელეკომპანია Sky Sports-ი აჩვენებს, მინიმუმ, 215 მატჩს სეზონში – 100-ით მეტს, ვიდრე ახლა. ტელეკომპანია TNT Sports-ი, რომელსაც ადრე BT Sport-ი ერქვა, 52 მატჩს მიიღებს.